სხივური მედიცინის ცენტრის და თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ექიმების შეხვედრა
 30/10/2017

30 ოქტომბერს, სხივური მედიცინის ცენტრში შედგა შეხვედრა თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ექიმებთან.

     

შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის (ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ქირურგი) ცენტრის შესაძლებლობების გაცნობა. პროფესორმა მერდან ფაიდამ ისაუბრა ცენტრში დანერგილი მკურნალობის ტაქტიკისა და შედეგების შესახებ. შეხვედრა გაგრძელდა დიალოგის რეჟიმში.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.