სხივური მედიცინის ცენტრის და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმების შეხვედრა
 19/10/2017

 

19 ოქტომბერს, სხივური მედიცინის ცენტრს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმები ესტუმრნენ.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, კლინიკის თურქმა და ქართველმა სპეციალისტებმა კოლეგებს სხივური მედიცინის ცენტრის უპირატესობები გააცნეს და სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს.

დ.ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით ტატიშვილმა ახლადგახსნილი კლინიკა დადებითად შეაფასა და საქართველოში ასეთი პროფილის ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საერთო ინტერესები პაციენტთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით და დაისახა ერთობლივი საქმიანობის გეგმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სხივური მედიცინის ცენტრის ექიმებმა სტუმრებს კლინიკა დაათვალიერებინეს.