სხივური მედიცინის ცენტრი ჯანმრთელობის ფესტივალზე
 13/10/2017

 

სხივური მედიცინის ცენტრმა ჯანმრთელობის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა

 

30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს სხივური მედიცინის ცენტრმა მთაწმინდის პარკში, ჯანმრთელობის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის ფარგლებში კლინიკის წარმოამდგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს ინფორმაცია სამედიცინო სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებზე და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე სხივურ თერაპიასა და ბირთვულ მედიცინაში.

პარკში მოსულ დამსვენებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სხივური მედიცინის ცენტრისგან გადაეცათ სპეციალური ვაუჩერები, რომლის ფარგლებშიც ისინი შეძლებენ ერთი წლის განმავლობაში მიიღონ ერთჯერადი უფასო კონსულტაცია ნებისმიერი სპეციალობის უცხოელ ექიმთან.

სამედიცინო ფესტივალი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჯანდაცვის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებდა.

გაზეთი "The Georgian Times"-ის სტატია