ცენტრში ყოველ კვირას ტარდება შეხვედრები საქართველოს სხვადასახვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
 22/08/2017

სხივური მედიცინის ცენტრში ყოველ კვირას ტარდება შეხვედრები საქართველოს სხვადასახვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 

კლინიკაში პერიოდულად ჩამოდიან სხვადასხვა სპეციალობის თურქი ექიმები, რომლებიც პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ატარებენ და ამასთანავე ქართველ ექიმებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

21 ივნისს ჩატარდა შეხვედრა „ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" ექიმებთან.

28 ივნისს სხივური მედიცინის ცენტრმა უმასპინძლა „ინტერკლინიკას".

5 ივლისს გაიმართა შეხვედრა „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლებთან".

19 ივლისს შეხვედრა ჩატარდა თბილისში არსებულ სისხლის ბანკების დირექტორებთან, ჰემატოლოგებთან და ტრასფუზიოლოგებთან.

2 აგვისტოს "სხივური მედიცინის ცენტრმა" უმასპინძლა „მედი ქლაბ ჯორჯიას".

3 აგვისტოს "სხივური მედიცინის ცენტრს" თურქეთის "Liv Hospital"-ის ექიმები ესტუმრნენ.

თურქი პროფესორები:

- ბავშვთა ჰემატოლოგ-ონკოლოგი - ჰილმის აფაქი

- ბავშვთა ქირურგი - შაფაქ ქარჩაი

- პედიატრი - ისმაილ გონენი

პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდა.

19 ივლისს, „სხივური მედიცინის ცენტრს" Liv Hospital-ის ზოგადი ქირურგი, ევროპის ქირურგიის, კლინიკური ონკოლოგიისა და კოლორექტალური ასოციაციის წევრი, თურქეთის ქირურგიული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, პროფესორი ფატიჰ აღალარი და liv Hospital-ის ნეიროქირურგი - პროფესორი ოსმან აჩკაი სტუმრობდნენ.

თურქიდან მოწვეულმა ექიმებმა, პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციები გამართეს.

პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდა.

დღის ბოლოს, კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შიდა კონფერენცია, სადაც სხივური თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელმა მერდან ფაიდამ თურქ პროფესორებთან ერთად ისაუბრა სხივური თერაპიით პარკინსონისა და მოძრაობის დარღვევების მკურნალობაზე.

ონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ქირურგებმა, ნეიროქირურგებმა და რადიოლოგებმა, რომლებმაც თურქ კოლეგებთან ერთად საინტერესო კლინიკურ შემთხვევები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს.