"სხივური მედიცინის ცენტრი“ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს იწყებს.
 22/08/2017

 

სხივური მედიცინის ცენტრი გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ციკლს იწყებს.

ახლადგახსნილმა სამედიცინო ცენტრმა პირველად „ინტერკლინიკას" ექიმებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის თურქმა სპეციალისტმა სერჯან ილმაზმა სტუმრებს განყოფილების საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წაუკითხა.

„ინტერკლინიკას" ექიმებს საშუალება ჰქონდათ ბირთვული მედიცინის განყოფილების მუშაობის ძირითად მიმართულებებსაც გაცნობოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საინტერესო დისკუსიის შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელობამ და ექიმებმა, მოწვეულ სტუმრებს ბირთვული მედიცინისა და რადიოთერაპიის განყოფილებები დაათვალიერებინეს.

შეხვედრის მსვლელობისას გამოიკვეთა საერთო ინტერესები პაციენტთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით და დაისახა ერთობლივი საქმიანობის გეგმა.

სხივური მედიცინის ცენტრი მსგავსი შეხვედრების ჩატარებას სხვა კლინიკებთანაც აქტიურად გეგმავს.