უფასო გასინჯვები აჭარის რეგიონში
 14/11/2018

2018 წლის 9-10-11 ნოემბერს, სხივური მედიცინის ცენტრის და კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით აჭარის რეგიონში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა.

   
     

მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობამ ადგილზე მიიღო გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ონკოლოგის, უროლოგის, დერმატო ვენეროლოგის უფასო კონსულტაციები.

უფასო სამედიცინო გასინჯვები და გამოკვლევები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა.