უფასო გასინჯვები დუშეთის მუნიციპალიტეტში
 28/07/2018

28 ივლისს, სხივური მედიცინის ცენტრის, კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის და ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისტეტო კლინიკის ექიმებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვები და კვლევები ჩაატარეს.

მოსახლეობამ ადგილზე მიიღო გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაციები, ჩატარდა ექოსკოპირი და ენდოსკოპიური კვლევები.

   
     

აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.