უფასო კონსულტაციების აქცია ონის მუნიციპალიტეტში
 08/07/2018

7-8 ივლისს ონის საავადმყოფოში სხივური მედიცინის ცენტრის, კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის და ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისტეტო კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვები და კვლევები ჩაატარეს.

მოსახლეობამ ადგილზე მიიღო გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, გასტროენტეროლოგის, დერმატოლოგის და ონკოლოგის კონსულტაციები, ჩატარდა ექოსკოპიური კვლევები.

აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

გასინჯვების პარალელურად სხივური მედიცინის ცენტრის, კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის და ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისტეტო კლინიკის სპეციალისტები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ და ის პრობლემები განიხილეს, რაც რაიონის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.





უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.