შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებთან
 18/05/2018

18 მაისს სხივური მედიცინის ცენტრს რუსეთისა და უკრაინის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მფლობელი და მენეჯერები სტუმრობდნენ.

შეხვედრის მსვლელობისას, კლინიკის დირექტორმა ბესიკი სურგულაძემ, სხივური თერაპიის განყოფილების ექიმმა სერჯან ილმაზმა და ბირთვული განყოფილების ხელმძღვანელმა ნატალია შენგელი-დე ლანგემ უცხოელ კოლეგებს კლინიკის შესაძლებლობები, მიღწევები და ცენტრში დანერგილი მკურნალობის მეთოდები გააცნეს.

შეხვედრის დასასრულს, კლინიკის ხელმძღვანელობამ მოწვეულ სტუმრებს კლინიკა დაათვალიერებინეს.

ღონისძიება გაიმართა უკრაინული სამედიცინო ბიზნეს ფორუმის Medical Business Forum ორგანიზებით და მიზნად ისახავდა საქართველოსა და უკრაინა-რუსეთს შორის სამედიცინო ურთიერთობების გააქტიურებას და საქმიანი თანამშრომლობის განვითარებას პაციენტთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.