სომხურ-ამერიკული ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი სხივური მედიცინის ცენტრში
 17/11/2017

17 ნოემბერს სხივური მედიცინის ცენტრს სტუმრობდნენ სომხურ-ამერიკული ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები. სტუმრები გაეცნენ ცენტრში წარმოდგენილ სერვისებსა და ტექნიკას. შედგა საქმიანი და შედეგიანი შეხვედრა სამუშაო ფორმატში. მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.