კონსულტაცია LIV Hospital-ის უროლოგთან, პროფესორი ჯუნეიდ სევინჩი
 16/04/2018

მაისის ბოლოს, სხივური მედიცინის ცენტრში არსებულ Liv Hospital-ის საკონსულტაციო ოფისში პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს თურქი უროლოგი, LIV Hospital-ის უროლოგიური განყოფილების პროფესორი ჯუნეიდ სევინჩი.

თურქი პროფესორი მიიღებს პაციენტებს უროლოგიური პათოლოგიებით:

- თირკმლის დაავადებები
- შარდ-კენჭოვანი დაავადებები
- პროსტატის დაავადებები
- საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტის ანთებები
- საშვილოსნოს დაწევა-გამოვარდნა
- შარდის შეუკავებლობა
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებები
- ფიმოზი, პარაფიმოზი

სასურველია ექიმთან მოსვლისას თან იქნიოთ ადრე ჩატარებული კვლევების დასკვნები და ანალიზის პასუხები.

თურქ პროფესორთან ვიზიტი ფასიანია.

კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

+995 32 242 99 99 ან +995 599 72 99 90

მისამართი: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია N4.