პეტერ შტოლის ვიზიტი სხივური მედიცინის ცენტრში
 05/02/2018

5 თებერვალს სხივური მედიცინის ცენტრს სტუმრობდა გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში არსებულ კლინიკა Strahlentherapie Pasing-ში მოღვაწე ექიმი-სხივური თერაპევტი პეტერ შტოლი. სტუმარი გაეცნო ცენტრში წარმოდგენილ სერვისებსა და ტექნიკას. შედგა საქმიანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილა სხივური მედიცინის ცენტრში დანერგილი მკურნალობის ტაქტიკის და მიღწეული შედეგების საკითხები. შეხვედრა გაგრძელდა დიალოგის რეჟიმში.