ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის ასოციაციის - ESTRO-ს წევრი 2018 წლის იანვრიდან
 12/01/2018

 

2018 წლის იანვრიდან სხივური მედიცინის ცენტრი გახდა ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის ასოციაციის - ESTRO-ს წევრი. ESTRO, როგორც სამეცნიერო არაკომერციული ორგანიზაცია დაარსდა 1980 წელს. ასოციაციაში 6500-ზე მეტი წევრია გაერთიანებული ევროპის და სხვა ქვეყნების ჩათვლით. ორგანიზაცია ემსახურება რადიაციული ონკოლოგიის სპეციალისტების (რადიაციული ონკოლოგები, სამედიცინო ფიზიკოსები, რადიობიოლოგები და ტექნიკოსები) პროფესიულ განვითარებას, პაციენტების კომპლექსური მკურნალობის დანერგვას. ESTRO-ს მისიაა სამეცნიერო / კლინიკური ინოვაციებისა და კვლევების შედეგების გავრცელება კონგრესების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო კურსებისა და პუბლიკაციების საშუალებით.

 


 
 
 
 

ESTRO-ს 2018 წლის იანვარი-თებერვალი სიახლეების სრული ვერსიის სანახავად მიყევით ბმულს: http://newsletter.estro.be/2018/2018JanuaryFebruary/_Cover_1.html