სამედიცინო ტურიზმის პირველი საერთაშორისო B2B დღეები
 24/12/2017

2017 წლის 9-10 დეკემბერს ქ. ბათუმში სამედიცინო ტურიზმის პირველი საერთაშორისო B2B (Business to Business) დღეები ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების აქტიური ჩართულობით.

B2B დღეები სამედიცინო ტურიზმის სერვისების შემსყიდველებისა და მიმწოდებლების შეხვედრების უნიკალური ფორმატია, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ სამედიცინო მომსახურების სფეროში მომუშავე უცხოურ შემსყიდველებს (სამედიცინო ტურიზმზე მომუშავე ტურისტული სააგენტოები, ასისტანს კომპანიები, სადაზღვევოები და ა.შ).

სხივური მედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. ცენტრის დირექტორმა ბესიკ სურგულაძემ და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნანა უბილავამ შემსყიდველებს გააცნეს სხივური მედიცინის ცენტრში წარმოდგენილი სერვისები და უპირატესობები. დიდი დაინტერესება და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს სამედიცინო სერვისის შესყიდვის გამოცდილების მქონე სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. B2B დღეების დასულების შემდგომ საქმიანი ურთიერთობები გრძელდება სამედიცინო სერვისის შემსყიდველებთან. ამ ფორმიტის შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა გადაგვედგა პირველი ნაბიჯები სამედიცინო ტურიზმის სფეროში საქართველოს მოსანიშნად ამიერკავკასიაში.