სხივური მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რადიაციული თერაპიის ტექნიკოს-ოპერატორი - RTT პოზიციაზე, სხივური თერაპიის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

- სამედიცინო ხაზოვანი ამაჩქარებლის ყოველდღიური ტესტის ჩატარება
-
პაციენტის მიღება/დაფიქსირება
-
ხაზოვანი ამაჩქარებლის მართვა რადიოთერაპიის დროს
-
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
-
რადიაციული უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით
ასაკი: 27 წლიდან
უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები:

- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- სამუშაო დროის მენეჯმენტი
- პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი
- ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას, ტრენინგების სახით, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.
საუკეთესო კანდიდატები დასაქმდებიან ტექნიკოს-ოპერატორის (RTT) თანამდებობაზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@rmc.ge