„ტუმორ ბორდი"

სხივური მედიცინის ცენტრში მოსული თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმა და სტრატეგია ისაზღვრება ინდივიდუალურად „ტუმორ ბორდი"-ს მიერ, რომელიც შედგება სხივური მედიცინის ცენტრის და მასთან აფილირებული ქართველი და უცხოელი პროფესორებისგან და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან: სხივური თერაპევტი, ქიმიოთერაპევტი, რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი, ქირურგი და ა.შ.