ჩვენი მისია პაციენტის გამოჯანმრთელებაა, რაც მიიღწევა თითოეული ავადმყოფისთვის მკურნალობის ინდივიდუალური კურსის განსაზღვრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და დაცულად იგრძნონ, რისი გარანტიც პროფესიონალი ექიმების გუნდია.

 

ჩვენი მიზანია საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვიყოთ ლიდერი რადიაციული ონკოლოგიის სფეროში.

 

ჩვენი ფასეულობებია:

უსაფრთხოება - სხივური მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცედურა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ამავდროულად აბსოლუტურად უსაფრთხო.

ხარისხი - კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტებით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პროფესიონალიზმი - პაციენტების მკურნალობას ქართველ ექიმებთან ერთად წარმართავს თურქეთის Liv Hospital-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი (ექიმები, ფიზიკოსები, ტექნიკოსები).

თანამედროვე მეთოდების დანერგვა - ჩვენ მუდმივად მივისწრაფით განვითარებისკენ, ვნერგავთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, ამასთანავე ვიცავთ მაღალ მორალურ პრინციპებს და პროფესიულ სტანდარტებს: კონფიდენციალურობა, ნდობა, პატივისცემა და გამჭვირვალობა.