სამედიცინო პრაქტიკაში უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვამ განაპირობა სხივური თერაპიის მიმართულებით სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმების, ფიზიკოსებისა და ტექნიკური პერსონალის საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდა ნიჭიერ სპეციალისტებს სხივური თერაპიის მიმართულებით უცხოეთის კლინიკებში გავლილი აქვთ სტაჟირება, ხანგრძლივი მომზადება და მაღალი დონის საკვალიფიკაციო კურსები, ჩვენ ჩავთვალეთ რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო ევროპული სტანდარტის სხივური თერაპიის ჩასატარებლად. დარგის სიახლიდან გამომდინარე გადავწვიტეთ კლინიკაში მოგვეწვია გამოცდილი სპეციალისტები ევროპაში კარგად ცნობილი კლინიკა Liv Hospital-იდან.


Liv Hospital

Liv Hospital-ი თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო ცენტრია, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს უახლეს მიღწევებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში. ჰოსპიტალი ფლობს ISO (International Organization for Standardization) და JCI (Joint Commission International) სერთიფიკატებს.

სხივური მედიცინის მიმართულებას ხელმძღვანელობს Liv Hospital-ის პროფესორი მერდან ფაიდა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით მიმდინარეობს თითოეული პაციენტის მკურნალობა. პროფესორი მერდან ფაიდა რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Nijad Bilge" მფლობელია.

წარმატებულ, უცხოურ კლინიკასთან თანამშრომლობა ასევე ემსახურება ახალგაზრდა ქართველი ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღებას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას.