აპარატურის მახასიათებლები

- მკურნალობის ხანგრძლივობის მინიმუმამდე დაყვანა AgilityTM რევოლუციური სწრაფი მულტი-ფურცლოვანი კოლიმატორის გამოყენებით და გამოსხივების მაღალი დოზის დროის ხანმოკლე (სხვა აპარატურასთან შედარებით 3-ჯერ უფრო სწრაფად) მონაკვეთში მიწოდების ხარჯზე;

- სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპიის და რადიოქირურგიის სტანდარტულ დროში ჩატარების დიდი პოტენციალი;

- რბილი ქსოვილების 4D ვიზუალიზაციის ტექნოლოგია და გამოსახულებით მართული რადიოთერაპია, რაც გულისხმობს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში გადაღებული სურათების ყოველდღიურ შედარებას, სამიზნის ზუსტი ლოკალიზების მიზნით. მკურნალობის პროცესში მიღებული გამოსახულებების საშუალებით ხდება სამიზნე მოცულობის კონტროლი, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.

- რამდენიმე კერის (8-10) ერთდროული დასხივების უნიკალური შესაძლებლობა სხვადასხვა რეჟიმში მინიმუმადე ამცირებს მანიპულაციის ხანგრძლივობას და გართულებების ალბათობას.

- ელექტრონებით მკურნალობა: ფოტონების გარდა, სხივური თერაპია ელექტრონებით იყენებს ხაზოვანი ამაჩქარებლის მიერ წარმოქმნილ ელექტრონების ნაკადს. სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებულ ელექტრონთა ენერგია ვარირებს 4-15 MeV-ის ფარგლებში. ელექტრონების მიერ გადაცემული ენერგია ქსოვილებში გარკვეულ მანძილზე გავრცელებისას თანდათან მცირდება. ეს თვისება იძლევა ელექტრონების ენერგიის ზედაპირული სიმსივნეების (მაგალითად კანის სიმსივნის შემთხვევაში) სამკურნალოდ გამოყენების საშუალებას, მონოთერაპიული ან სხივური თერაპიის სხვა მეთოდთან კომბინაციაში.