სხივური მედიცინის ცენტრი საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში კარგად ცნობილი შვედური კომპანია ELEKTA-ს მიერ წარმოებული ხაზოვანი ამაჩქარებლებით: SYNERGY PLATFORM და VERSA HD. ჩვენს ცენტრში არსებული ELEKTA-ს თანამედროვე და უახლესი თაობის აპარატები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია წარმოდგენილი.


ომპანია ELEKTA-ს მიერ წარმოებული აპარატურა სწრაფი მულტიფურცლოვანი კოლიმატორის გამოყენების ხარჯზე იძლევა ჯანმრთელი ქსოვილების დაზოგვით სიმსივნური წარმონაქმნის მაღალი დოზით და სიზუსტით დასხივების საშუალებას სამჯერ უფრო ხანმოკლე დროის მონაკვეთში სხვა აპარატურასთან შედარებით, რაც განაპირობებს მაღალ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გართულებების ფონზე.

 

უკვე ათწლეულებია, რაც სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მკურნალობის მიზნით, ეფექტურად გამოიყენება რადიონუკლიდ Cobalt-60-ის შემცველი სხივური თერაპიის დანადგარები ხისტი გამა გამოსხივებით.

ჩვენს ცენტრში ძირითადად პალიატიური სხივური თერაპიის ჩატარების მიზნით ვიყენებთ ჩეხური კომპანია UJP PRAHA-ს მიერ 2015 წელს წარმოებულ სხივური თერაპიის ბოლო მოდელის აპარატს TERABALT-ს. ხსენებული აპარატი მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს კობალტის მეგავოლტურ რადიოთერაპიაში, რომელიც იძლევა სხივური თერაპიის ჩატარების საშუალებას თანამედროვე სტანდარტების დონეზე.

საქართველოში მხოლოდ სხივური მედიცინის ცენტრია აღჭურვილი ფირმა TOSHIBA-ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Aquilion LB, რომელსაც გააჩნია 90 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე რკალი, რაც აადვილებს პაციენტის პოზიციონირებას აპარატზე, იძლევა ზუსტი გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის პროცესის სწორად დაგეგმარების შესაძლებლობას.

Elekta: SYNERGY PLATFORM

Elekta: VERSA HD

Toshiba: Aquilion LB