დღეისათვის, ონკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა იძლევა ავადმყოფის გამოჯანმრთელების და სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.


2016 წლიდან საქართველოში გაიხსნა სხივური მედიცინის ცენტრი - საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული სამედიცინო კლინიკა, რომელიც უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და უცხოეთიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო სერვისს სხივური და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.