სხივური მედიცინის ცენტრი აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე "რადიაციული ონკოლოგია".

სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (44 თვე)

ადგილების რაოდენობა: 6 ადგილი

 

საბუთბი მიიღება სხივური მედიცინის ცენტრის დიპლომისშემდგომი განათლების განყოფილებაში, მისამართი: ლ.ჩარკვიანის N6 - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: info@rmc.ge


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;

- განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (გთხოვთ იხილოთ განაცხადის ფორმა);

- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;

- პირადობის მოწმობის ასლი;

- რეზიუმე (CV);

- ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ბეჭდვური ვერსიის გარდა ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე);

- სამოტივაციო წერილი.